თელავში, საკარანტინო სივრცეში მამაკაცი გარდაიცვალა. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო. ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით ამ ეტაპზე დგინდება, რომ თელავში ერთ-ერთ სასტუმროში, სადაც კოვიდპანდემიის გამო საკარანტინო სივრცე არის განთავსებული, 1991 წელს დაბადებული პირი სასტუმროს პერსონალმა გარდაცვლილი ნახა.
აღნიშნული პირი 24 სექტემბერს საფრანგეთიდან საქართველოში დაბრუნდა, რის შემდეგაც თელავში სასტუმროს საცხოვრებელ ნომერში იყო გადაყვანილი. გარდაცვლილი, კვლევების ჩატარების მიზნით, ექსპერტიზაზეა გადასვენებული.