ტრაგედია ანაკლიის ფესტივალზე

ერთი გარდაცვლილი და ოთხი დაკავებული – ანაკლიის ელექტრონული მუსიკის ფესტივალი ტრაგედიით დაიწყო. 22 წლის ახალგაზრდა შეუძლოდ გახდა და რამდენიმე წუთში გარდაიცვალა. ექიმების განცხადებით, მას ინტოქსიკაციის ნიშნები ჰქონდა.

ახალგაზრდა მამაკაცის დაღუპვის მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს. მანამდე კი ფესტივალის ორგანიზატორები ყველას მოუწოდებენ, საჭიროების შემთხვევაში ადგილზე მყოფ სამედიცინო ჯგუფებს მიმართონ. რაც შეეხება ოთხ დაკავებულს, ისინი ანაკლიაში ფესტივალზე ნარკოდანაშაულისთვის აიყვანეს. მათ შორის ორი ირანის მოქალაქეა.