ანაკლიაში ფესტივალზე 22 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

ანაკლიაში, მუსიკალურ ფესტივალზე, 22 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია. ცხედარი ამ წუთებში ექსპერტიზაზეა გადასვენებული. ანაკლიაში მიმდინარე მუსიკალური ფესტივალიდან საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა კიდევ ორი ახალგაზრდა გადაიყვანეს, ამჟამად ისინი თავს კარგად გრძნობენ.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომხდართან დაკავშირებით ოთხი პირია დაკავებული, ორი საქართველოს და ორი – ირანის მოქალაქე. რა მოხდა ფესტივალზე, რა ინფორმაციაა ცნობილი. ჩართვა ანაკლიიდან.