ანაკლიაში ნარკოდანაშაულისთვის ოთხი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ანაკლიაში მიმდინარე ფესტივალზე, ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი დააკავა. მათი დაკავება სოფელ განმუხურში მოხდა. დაკავებულთა შორის ორი საქართველოს, ორი კი – ირანის მოქალაქეა. ჩხრეკისას მათ სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები აღმოაჩნდათ, რაც ნივთმტკიცებად არის ამოღებული, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას გულისხმობს.