ჯანდაცვის სამინისტროში „კოვიდ-19“-ის პოსტკრიზისული გეგმის სამუშაო ვერსია განიხილეს. შეხვედრას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტები ესწრებოდნენ. ეკატერინე ტიკარაძემ მათგან პირადად მოისმინა შეფასებები და რეკომენდაციები.
საუბარი შეეხო ვირუსის მეორე ტალღასთან დაკავშირებულ მოლოდინებსა და საპასუხო სტრატეგიებს, ჰოსპიტალური და პირველადი ჯანდაცვის სექტორის გაძლიერებას, ასევე ტესტირების შესაძლებლობების გაზრდას. ყურადღება გამახვილდა სამედიცინო პერსონალის მობილიზებასა და პროფესიული განვითარების საკითხებზე.