სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი სტაჟიორ-გამომძიებლებს შეხვდა. სამსახური ყოველ წელს სტაჟირების კონკურსს ატარებს, რომლის მიზანი ახალი, კვალიფიციური კადრების მოზიდვა და მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობაა. წელს განაცხადი სულ 153-მა კანდიდატმა წარადგინა. ოთხეტაპიანი კონკურსის გავლის შედეგად, რომელიც სამართალსა და ზოგად უნარებში გამოცდებს, ასევე გასაუბრებას მოიცავდა, კომისიის მიერ ოთხი საუკეთესო კანდიდატი შეირჩა. გამარჯვებული კანდიდატები სპეციალურ მოსამზადებელ კურსებს გაივლიან. ამის შემდეგ კი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით ერთი წლის განმავლობაში იმუშავებენ. სტაჟირების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ისინი გამომძიებლებად დაინიშნებიან.