შეხვედრა მსოფლიო ბანკის წარმომადგენელთან

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, პროექტ Log in Georgia-ს მიმდინარეობასა და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა პროექტის ფარგლებში ოპტიკური ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხი, ასევე მიღწეული შედეგები და სამომავლო ნაბიჯები განიხილეს.

საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე ეტაპზე, ქსელის მშენებლობა დასრულებულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, აშენდა 140 კმ ოპტიკურბოჭკოვანი ინფრასტრუქტურა. მშენებლობა სრულდება ქობულეთის მუნიციპალიტეტში, პროექტი, რომელიც მოიცავს 50 კმ-იანი მაგისტრალის გაყვანას 13 დასახლებულ პუნქტსა და 10,500 მოსახლეს.

Log in Georgia-ს ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, ოპტიკურბოჭკოვანი ქსელის მშენებლობა დაგეგმილია 1000-მდე დასახლებულ პუნქტში მათ შორის, მაღალმთიან სოფლებში.