შეხვედრა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფისში

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის ეპიდემიას გლობალურ საფრთხედ აცხადებს. ამის შესახებ საგანგებო შეხვედრის შემდეგ, ჟენევაში პრესკონფერენციაზე განაცხადეს. ვირუსს, ბოლო მონაცემებით, 213 ადამიანი ემსხვერპლა, ინფიცირებულთა რიცხვი კი 9692 -ს შეადგენს. მათგან 1500-ზე მეტის მდგომარეობა მძიმეა. მხოლოდ გასული დღე-ღამის განმავლობაში, ინფიცირების 2 000-მდე ახალი შემთხვევა დასტურდება.

ვირუსით ინფიცირებულები მსოფლიოს 18 ქვეყანაში გამოვლინდნენ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის  შეფასებით, ჯანდაცვის სუსტი სისტემების მქონე ქვეყნებში, ვირუსის გავრცელების საფრთხე დიდია. ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ვირუსს „უპრეცედენტო ეპიდემიას“ უწოდებს, რომელსაც „უპრეცედენტო საპასუხო ზომები“ სჭირდება.