შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განვითარების სავარაუდო მარშრუტისა შერჩევის მიზნით, ანაკლიაში ეკონომიკურმა გუნდმა, იტალიურ საკონსულტაციო კომპანიის ექსპერტებთან, სანაპირო ზოლში ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურის განთავსების ადგილები დაათვალიერეს. იმყოფებოდნენ ქალაქ ჯვარში მდებარე ქვესადგურში, სადაც მოხდება წყალქვეშა კაბელის მიერთება საქართველოს ენერგოსისტემასთან. ამჟამად მიმდინარეობს „შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის” ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, რომელსაც, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის დაკვეთით, კომპანია CESI ახორციელებს.