ბათუმში „შავი ზღვის ჯაზფესტივალი“ დასრულდა. რიგით მე-16 ფესტივალის ბოლო დღეს მსმენელის წინაშე ბრუკლინ „ფანკ ესენშელი“ წარდგა. კონცერტები ტრადიციულად სამი დღე მიმდინარეობდა. წლების შემდეგ „შავი ზღვის ჯაზფესტივალმა“ საკონცერტო ადგილი შეიცვალა და ჯაზის მოყვარულებს ახლად შექმნილ სივრცეში „სთეიჯ 17“-მა უმასპინძლა.