საქართველოში დღეიდან სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფომ 200 ათასი დოზა ფრანგული წარმოების ოთხკომპონენტიანი ვაქცინა უკვე შეიძინა. ის ჯანმოს მიერ რეკომენდებული პრეპარატებიდან ერთ-ერთია. ვირუსის საწინააღმდეგოდ უფასო აცრას რისკჯგუფები შეძლებენ, ამისთვის მათ სერვისის მიმწოდებელ კლინიკებს უნდა მიმართონ.