სექტემბრიდან თბილისს ცხრა ახალი საბავშვო ბაღი ექნება

სექტემბრიდან თბილისს ცხრა ახალი საბავშვო ბაღი ექნება, ხოლო ორი გაფართოვდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მერის თქმით, ახალი ბაგა-ბაღების აშენების შედეგად, შესაძლებელი იქნება დამატებით 3 000 -მა აღსაზრდელმა მიიღოს სკოლამდელი განათლება.

დაანონსდა კიდევ ერთი სიახლე, რომელიც სატრანსპორტო პოლიტიკის ცვლილებას ეხება.

დედაქალაქის მთავრობის გადაწყვეტილებით, უახლოეს მომავალში, თბილისის სატრანსპორტო ქსელს შვიდი ახალი მარშრუტი დაემატება, 13 მარშრუტის შემთხვევაში რეორგანიზება მოხდება.

პროექტის ღირებულება ჯამში 4 მილიონი ლარია. იგეგმება ელექტროავტობუსებისა და  ელექტრომიკროავტობუსების იმპორტისა და ადგილზე წარმოების დამატებითი ღირებულების გადასახადისაგან გათავისუფლებაც.