კახა კალაძე - თბილისში რამდენიმე ავტობუსის მარშრუტი შეიცვლება 
კახა კალაძე - თბილისში რამდენიმე ავტობუსის მარშრუტი შეიცვლება 

სატრანსპორტო პოლიტიკასთან დაკავშირებით გვაქვს კონკრეტული პროექტები, რაც უნდა განხორციელდეს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, სატრანსპორტო პოლიტიკა თბილისის მერიისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა.

„კარგად გვესმის არსებული პრობლემები, გამოწვევები, კარგად გვაქვს გააზრებული და კარგად ვიცით ჩვენი თითოეული ნაბიჯი, თუ რა უნდა გაკეთდეს, რათა არსებული რეალური მდგომარეობა შეიცვალოს. შესაბამისად გაქვს კონკრეტული პროექტები, რაც უნდა განხორციელდეს. დღეს განვიხილავთ ავტობუსების მარშრუტებში ცვლილებების შეტანის პროექტს. გვაქვს კონკრეტული რაიონები, ქუჩები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემაა. არის ქუჩები, სადაც საერთოდ არ მოძრაობს ტრანსპორტი ან ხშირ შემთხვევაში ძალიან დიდი მოცდის ინტერვალია, ერთი საათი და მეტი უწევთ ადამიანებს ლოდინი. როდესაც შემოვიყვანთ ახალ ავტობუსებს და ავტოპარკი შეიცვლება მთლიანად მთელი ქალაქის მასშტაბით ეს პრობლემა მოგვარდება. პროექტის განხორციელებაში 4 მლ ლარი დაიხარჯება”, – განაცხადა კახა კალაძემ.