პრემიერ-მინისტრმა საწვავის იმპორტიორებს ფასების კორექტირებისკენ მოუწოდა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მსოფლიო ბაზარზე 95 დოლარზეა ჩამოსული ნავთობის ღირებულება, ლარიც გამყარებულია, შესაბამისად, მას აქვს მოლოდინი, რომ ფასების ცვლილება უახლოეს პერიოდში მოხდება. მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ ყველას უნდა მიეცეს საშუალება, შემოიტანოს ნავთობი და საწვავი, რათა ჩვენს მოქალაქეებს მეტი არჩევანის საშუალება ჰქონდეთ.