ბაკურიანში სათხილამურო სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. კურორტის სტუმრებს ამ ეტაპზე კოხტასა და დიდველის ტრასები მოემსახურება. ბაკურიანში სეზონის გახსნა ჯერ კიდევ დეკემბერში იყო დაგეგმილი, თუმცა უთოვლობამ პროცესი გადადო.
რეგულაციების მიხედვით, საბაგიროებით სარგებლობისთვის აუცილებელია „მწვანე პასპორტი“ და პირბადის ტარება. ახალი სათხილამურო სეზონის გახსნას ბაკურიანში კესო ქაფიანიძე დაესწრო.