ფილმი ეხება ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს გასაბჭოების ისტორიას. კერძოდ, ფილმში ნაჩვენებია ბოლშევიკური პარტიის ლიდერებსა და ბოლშევიკური პარტიის კავკასიის ბიუროს შორის არსებული საიდუმლო მიმოწერა, სადაც ჩანს თუ როგორ ამზადებდა რუსეთი გასაბჭოების ოპერაციას.
გარდა ამისა, ფილმში ასახულია პირველი მსოფლიო ომის შემდგომი საერთაშორისო მდოგმარეობაც, რომლის მსხვერპლი გახდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
სცენარის ავტორი მიხეილ ბასილაძე, რეჟისორი ლევან ახობაძე.