სასჯელაღსრულების დაწესებულების ყოფილი თანამშრომლის დაკავება

პროკურატურამ სასჯელაღსრულების დაწესებულების ყოფილი თანამშრომელი დააკავა. საუბარია 2012 წლის ოქტომბრამდე პერიოდში პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის საქმეზე.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2010-2012 წლებში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N მე-8 დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების ყოფილი თანამშრომელი და ამავე დაწესებულების სხვა თანამშრომლები ჯგუფურად, დასჯისა და დაშინების მიზნით, პატიმრებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ და ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში აყენებდნენ. დაკავებული პატიმრებს ძალადობრივი მეთოდებით უსწორდებოდა, აყენებდა მათ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, უსიტყვო მორჩილების მიზნით. ამავე პატიმრების მიმართ ძალადობას სისტემატური ხასიათი ჰქონდა.

პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიების შედეგად, პასუხისგებაში პენიტენციური სისტემის 80-მდე თანამშრომელია მიცემული. პროკურატურა ამ მიმართულებით მუშაობას აგრძელებს.