მიხეილ სააკაშვილის სასამართლო

მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხთან დაკავშირებით, მორიგი სხდომა ორ საათში დაიწყება. დაიკითხებიან ექსპერტები. ადვოკატის განცხადებით, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, მსჯავრდებული მზად არის, პროცესს დაესწროს. მისივე თქმით, დაცვის მხარე პენიტენციურ სამსახურს მიმართავს, რომ დაჩქარებული წესით გადასცეს მიხეილ სააკაშვილის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის ამსახველი ვიდეოჩანაწერები.