საგამოძიებო კომისიის ინიციატივა

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ ინიციატივა დაარეგისტრირა. კომისიის მიზანია, შეისწავლოს მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო ძალადობრივი, შეურაცხმყოფელი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტები.

ხატია დეკანოიძის განმარტებით, მათ მოლაპარაკებები ჰქონდათ სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიასთან და კომისიის შექმნისთვის საჭირო ხმები არსებობს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ამ კომისიაზე საუბარი რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, თუმცა მათთვის კვლავ გაუგებარი რჩება, თუ რა უნდა გამოიძიოს აღნიშნულმა კომისიამ.