განაჩენი, რომელმაც თბილისში მომხდარი მკვლელობების საქმის ოფიციალური ვერსია თავდაყირა დააყენა.
ორი ბრალდებულიდან ერთი დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში გამართლდა და მოსამართლემ ის მხოლოდ ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში ცნო დამნაშავედ.
მეორე ბრალდებულს ბრალდება გადაუკვალიფიცირდა და დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის ნაცვლად, განზრახ მკვლელობის მცდელობაში გამტყუნდა.
ეკა არეშიძის განაჩენის გამოცხადებას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.
ექვსთვიანი განხილვის შემდეგ უპასუხოდ დარჩა კითხვა: ვინ მიაყენა სასიკვდილო ჭრილობები 16 წლის დავით სარალიძეს.