ზაზა სარალიძე - შოთაძე არა მარტო უნდა გადადეს, არამედ პასუხისგებაში უნდა მიეცეს
ზაზა სარალიძე - შოთაძე არა მარტო უნდა გადადეს, არამედ პასუხისგებაში უნდა მიეცეს

ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამა ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე პასუხისგებაში უნდა მიეცეს.

„შოთაძე გადადგა, მაგრამ არა მარტო უნდა გადადგეს, არამედ პასუხისგებაში უნდა მიეცეს, რომელიც ამ საქმის მთავარი გამყალბებელი იყო. მე არ მაკმაყოფილებს მისი გადადგომა. გადადგა თბილად დაჯდეს ბუხართან – არა, პასუხისგებაში მიეცეს დაუყონებლივ. ციხეში შოთაძე სისტემა უნდა დაინგრეს“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

მისივე თქმით, აქცია მთავარი პროკურატურიდან პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლებს.

მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ დღეს თანამდებობა დატოვა. როგორც ირაკლი შოთაძის განცხადებაშია აღნიშნული, ის დარწმუნებულია, რომ თბილისში ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე ყველა დამნაშავე კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს.