რუსთაველის გამზირზე დაკავებული სამოქალაქო აქტივისტების სასამართლო პროცესი 22 მარტამდე გადაიდო. ადვოკატებმა თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე მტკიცებულებების წარდგენისთვის ვადა მოითხოვეს, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა და შვიდი დაკავებული სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.
შეგახსენებთ, რომ 2 მარტს ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტების წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე პოლიციამ 36 პირი დააკავა. მათი ნაწილი წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გაათავისუფლეს. აქციის მონაწილეებს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობას ედავებიან. დაკავებულები წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ.