საქალაქო სასამართლოში პარტია „ლელოს“ ხუთი წევრის ადმინისტრაციული საქმის განხილვა მიმდინარეობს. საუბარია 19 თებერვლის აქციაზე, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის დაკავებულებზე. მათ შორის არიან საბა ბუაძე, ირაკლი კუპრაძე, რომლებიც აცხადებენ, რომ მშვიდობიანად გამოხატავდნენ პროტესტს და არ ეთანხმებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიციას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე.