რუსმა ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკის ოლქში, ნიკოპოლის რაიონზე იერიში განახორციელეს, დაღუპულია 11 და დაშავებულია 13 ადამიანი. დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ოკუპანტებმა რაიონი „გრადის“ ტიპის რაკეტებით დაბომბეს. ცხრამდე გაიზარდა ყირიმში აფეთქებების შედეგად დაშავებულთა რიცხვი და დაიღუპა ერთი მშვიდობიანი მოსახლე. ადგილობრივი ჯანდაცვის უწყების ცნობით, საავადმყოფოში ცხრა ადამიანია გადაყვანილი, მათ შორის ორი მცირეწლოვანია.