საქართველოში შეზღუდვები ნაწილობრივ შემსუბუქდა  

საქართველოში შეზღუდვების მოხსნის ტემპი დაჩქარდა – ქვეყანა ექვსეტაპიანი სქემიდან ახლა მესამე ეტაპზეა, რომელიც დაანონსებულ ვადაზე ადრე ამოქმედდა. ანუ მუშაობა განაახლეს მაღაზიებმა, რომლებსაც ცალკე შესასვლელი აქვთ ქუჩიდან. თუმცა, გამონაკლისია სავაჭრო მოლები, ასევე ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიები, რომლებიც ჯერ ისევ დახურულია. თითქმის ერთთვიანი ჩაკეტვის შემდეგ, დღეიდან გაიხსნა თბილისი, ანუ დედაქალაქიდან გასვლა და შემოსვლა უკვე შესაძლებელია.

მუშაობის განახლება შეუძლიათ სტომატოლოგიურ კლინიკებსაც, რომლებიც შემოწმების შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებულ ნორმებს დააკმაყოფილებენ. დღემდე სტომატოლოგიური კაბინეტები მხოლოდ გადაუდებელ მომსახურებას ახორციელებდნენ.