საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა

32 გამოჯანმრთელებული და მხოლოდ ერთი ინფიცირებული – ეს ბოლო 24 საათის მონაცემია. უკვე მეორე დღეა, რაც კლინიკებში მყოფ კოვიდინფიცირებულებს იმ პაციენტების რაოდენობა აჭარბებს, ვინც ვირუსი დაამარცხა.

კორონავირუსის გავრცელების ფონზე, დღეს ქვეყანაში ასეთი სურათი გვაქვს – „კოვიდ-19“-ის 639 დადასტურებული შემთხვევა, 349 გამოჯანმრთელებული, 11 გარდაცვლილი. 

როგორია ქვეყანაში ვითარება და ასევე პაციენტების მდგომარეობა – მარიამ სეთურიძე დეტალებით.