საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 85 შემთხვევაა დადასტურებული
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 85 შემთხვევაა დადასტურებული – განკურნებულია 14 პაციენტი. ორი ახალი შემთხვევის შესახებ დღეს დილით გახდა ცნობილი. მათგან ერთი ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს. პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა. ის გვიან ღამით შეიყვანეს კლინიკაში და გამოკვლევები ამ დრომდე უტარდება.
ინფიცირების წყაროს დასადგენად მუშაობა მიმდინარეობს. ცნობილია, რომ სამსახურიდან გამომდინარე, პაციენტს კონტაქტი ჰქონდა უცხოელებთან. სულ ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 33 პაციენტი მკურნალობს. ამავე დიაგნოზით ხუთი ადამიანი მკურნალობს ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში. მათგან ერთი ორი წლის ბავშვია, რომლის მდგომარეობა სტაბილურია. დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს.