საქართველოს გაზრდილი როლი საერთაშორისო სატრანსპორტო გზაზე – ჩინეთის შემდეგ პრემიერი ღარიბაშვილი ყაზახეთში ჩავიდა. დღის წესრიგის მთავარი თემა შუა დერეფნის მომავალია.
ჩინეთ-ევროპის დამაკავშირებელმა ალტერნატიული მარშრუტმა, რომელმაც უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომისა და გეოპოლიტიკური სიტუაციის შეცვლის შემდეგ განსაკუთრებული დატვირთვა შეიძინა, საქართველოს სატრანზიტო მნიშვნელობა კიდევ უფრო გაზარდა. მაშინ, როცა ევროპის ქვეყნები ენერგომარშრუტებისა და გადაზიდვების დივერსიფიკაციის გზებს ეძებენ, ჩრდილოეთ დერეფნის ალტერნატივის, ანუ შუა დერეფნის მიმართ საერთაშორისო ინტერესი სულ უფრო მზარდია.
გეგმა, რომელიც მონაწილე ქვეყნებმა, მათ შორის საქართველომ, ამ მარშრუტის განვითარების მიზნით მოამზადეს, ამჯერად ყაზახეთის პრემიერთან განიხილეს. რკინიგზა, ავტომაგისტრალი, პორტები – ახლა მთავარი თემაა, რამდენად მზად არის დერეფნის ქართულ მონაკვეთზე შესაბამისი ინფრასტრუქტურა ტვირთბრუნვის გასაზრდელად.
მმართველი გუნდისგან გასხვავებით, ქართული მხარის მზაობის კუთხით სკეპტიკური განწყობებია ოპოზიციაში.