საქართველოს სამი მოქალაქე დაბრუნდა

ორდღიანი ლოდინის შემდეგ, ყაზახეთის ქალაქ ნურსულთანიდან პირველი ფრენა შესრულდა. ბორტზე საქართველოს სამი მოქალაქეც იმყოფებოდა, რომლებიც გამოფრენას 48 საათზე მეტხანს ელოდნენ. ავიალაინერი, რომელმაც 68 მგზავრი ჩამოიყვანა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 15:30 საათზე დაეშვა. უკვე შესრულდა ფრენა ქუთაისიდანაც. დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან ყაზახეთის მიმართულებით 180 პირი გაემგზავრა.