საქართველოს სამი მოქალაქე ჩინეთის ქალაქ უხანში რჩება

ჩინეთის ქალაქ უხანში რჩება საქართველოს სამი მოქალაქე, რომლებმაც ევაკუაციაზე უარი საკუთარი სურვილით განაცხადეს. საქართველოს ელჩის ინფორმაციით, მოქმედებს 24-საათიანი ცხელი ხაზი და საელჩო მუდმივ კონტაქტზეა იმ ადამიანებთან, რომლებმაც საკარანტინო პერიოდის უხანში გატარება გადაწყვიტეს.

პეკინში აცხადებენ, რომ ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის ყველაფერს აკეთებენ. საგანგებო ზომებს მიმართავენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშიც. მიუხედავად ძალისხმევისა, ვირუსის შემთხვევები მატულობს. გუშინ ჩინეთის საზღვრებს გარეთ კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.