დღეს საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევრო 2020-ის შესარჩევ ციკლში „დინამო არენაზე“ დანიას უმასპინძლებს. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, „ჯვაროსნების“ მზადებაზე ილაპარაკა. მასთან ერთად მედიასთან შეხვედრაზე ნაკრების ფეხბურთელი, ოთარ კიტეიშვილიც იმყოფებოდა.
შეხვედრაში მონაწილეობას ტრავმების გამო, კვირკველია, ხოჭოლავა და დავითაშვილი ვერ მიიღებენ.
ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლის „დე ჯგუფში“ დანიის ნაკრები 8 ქულით მეორე ადგილზეა, ხოლო საქართველომ მხოლოდ ერთი შეხვედრა მოიგო და 3 ქულით მეოთხე პოზიციას იკავებს.
საქართველოსა და დანიის ეროვნული ნაკრებების მატჩი 20:00 საათზე „დინამო არენაზე“ გაიმართება. ბილეთების ფასი 5, 10, 15 და 25 ლარია.
მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.