საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება

დროებითმა მთავრობამ პარლამენტისგან ნდობა მიიღო.

99 ხმით ექვსის წინააღმდეგ – საკანონმდებლო ორგანომ პრემიერობის კანდიდატი და მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა დაამტკიცა.

კენჭისყრის დაწყებას წინ რამდენიმესაათიანი გამოსვლები უძღოდა, რა დროსაც დეპუტატებმა ტრიბუნა პოლიტიკური განცხადებებისთვისაც გამოიყენეს. საპარლამენტო უმრავლესობამ ახალ სამთავრობო პროგრამას და მთავრობის დროებით შემადგენლობას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

მამუკა ბახტაძის და მის მიერ წარდგენილი მინისტრობის კანდიდატებს მხარს არ უჭერს უმცირესობა და „ნაციონალური მოძრაობა”. ოპონენტების პროტესტის მთავარი მიზეზი მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობაა, სადაც ძალოვანი უწყებების ძველი ხელმძღვანელები რჩებიან.

ძველმოდურობის არგუმენტით ოპოზიციას არც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილი ეკონომიკური ინიციატივები მოსწონს.

სამთავრობო პროგრამის შეფასებასთან ერთად, დეპუტატებმა ტრიბუნა პოლიტიკური განცხადებებისთვისაც გამოიყენეს.