მამუკა ბახტაძე - გვაქვს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ექსპორტის პოტენციალი, რომელსაც სჭირდება რეალიზაცია
მამუკა ბახტაძე - გვაქვს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ექსპორტის პოტენციალი, რომელსაც სჭირდება რეალიზაცია

მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს „ტოტალური თავდაცვის“ კონცეფციის შემუშავება-დამტკიცებას, სამხედრო რეზერვის ჩამოყალიბებას, რომლის საპილოტე პროექტი წელს დაიწყება, აგრეთვე სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ექსპორტის პოტენციალის გაზრდას ამ კუთხით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადებაზე მსჯელობენ.

„ვფიქრობ, ჩვენ  გვაქვს  მნიშვნელოვანი  პოტენციალი და ამ პოტენციალს აუცილებლად სჭირდება რეალიზაცია. ამასთან ერთად, თავდაცვის მიმართულება ბიუჯეტიდან ყოველწლიურად მიიღებს მშპ-ის ორ პროცენტს, რაც არის სწორედ ნატო-ს სტანდარტი“, – აღნიშნა ბახტაძემ.