საქართველოს მთავრობის საკადრო ცვლილებები - ვინ დატოვებს მინისტრთა კაბინეტს

საქართველოს მთავრობა ცვლილებების მოლოდინში. სავარაუდოდ, ხვალ გახდება ზუსტად ცნობილი, როგორ ცვლის მინისტრთა კაბინეტს გიორგი კვირიკაშვილი.

მმართველ გუნდში საკითხზე მსჯელობა ალბათ დიდი ხანია მიმდინარეობს, თუმცა პრემიერ-მინისტრმა პარტია ქართული ოცნების პოლიტსაბჭოსთან კონსულტაციები დღესაც გამართა. პარტიის ლიდერების თქმით, გადაწყვეტილების დეტალები ზუსტდება და მთავრობის მეთაური საბოლოოდ, საკუთარ პოზიციას ხვალ დაგეგმილ ბრიფინგზე გაახმაურებს. მანამდე კი, ცნობილია, რომ მინისტრების ნაწილი შეიძლება საერთოდ უწყების გარეშე დარჩეს, რადგან რამდენიმე სამინისტრო გაუქმდება. ნაწილი კი მიმართულებებს შეიცვის და გამსხვილებულ სამინისტროებს ჩაუდგება სათავეში.

მიშა ფეიქრიშვილი თემის დეტალებით.