მოსალოდნელი სამთავრობო ცვლილებები

როგორც პირველი არხისთვის გახდა ცნობილი, მინისტრთა კაბინეტში მასშტაბური სტრუქტურული და საკადრო გადაადგილებები იგეგმება. ამის შესახებ პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი განცხადებას, სავარაუდოდ, ხვალ დღის პირველ ნახევარში გააკეთებს.

ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, არსებული 18 სამინისტროს ნაცვლად მხოლოდ 13 უწყება დარჩება. და კიდევ ერთი სიახლე, მუშაობა მიმდინარეობს დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნაზე, რომელიც სამართალდამცველთა ქმედებების მართლზომიერებას გამოიძიებს.

მიშა ფეიქრიშვილი თემის დეტალებით.