სარისკო გზა აეროპორტამდე გავლილია – ქაბულიდან საქართველოს ყველა მოქალაქე გამოიყვანეს. 16 ადამიანი ამ წუთებში, ჩვენი ინფორმაციით, დუბაიში იმყოფება და მომდევნო მარშრუტთან დაკავშირებით, მითითებებს ელოდება. კოვიდპანდემიით გამოწვეული შეფერხებების გამო, ჩვენს თანამემამულეებს სამშობლოში დაბრუნება, შესაძლოა, მესამე ქვეყნიდან მოუხდეთ.
დაჯავშნილი მანქანები და უსაფრთხოების დერეფანი – ასე გაიარა კანადურ კომპანიაში დასაქმებულმა 16-მა ქართველმა ავღანეთის დედაქალაქის აეროპორტამდე გზა, რომელსაც მთლიანად „თალიბანი“ აკონტროლებს. გაზრდილი საფრთხეების ფონზე, მათი უსაფრთხო ტრანსპორტირება საკუთარ თავზე დიდმა ბრიტანეთმა და თურქეთმა აიღეს. ხუთი დღის განმავლობაში სწორედ მაღალი რისკების გამო, ვერ ხერხდებოდა ერთ-ერთ ბაზაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეების გადაყვანა.
მშვიდობიანად დასრულებული ევაკუაციის შესახებ გენო ოსიყმაშვილი ისაუბრებს.