სენაკში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებულს აღკვეთ ღონისძიებად ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ის დანაშაულს აღიარებს, თუმცა, დუმილის უფლებას იყენებს. ბრალდებულმა უარი განაცხადა ადვოკატზეც.
გამოძიების ცნობით, 26 იანვარს, დანით შეიარაღებული ბრალდებული თავს დაესხა სენაკში მდებარე „საქართველოს ბანკის“ თანამშრომლებს, რომლებიც იმ დროისთვის მოქალაქესთან საბანკო ოპერაციას ახორციელებდნენ. თავდამსხმელი დანის დემონსტრირებით დაეუფლა მოქალაქის კუთვნილ 900 ევროს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ის იმავე დღეს დააკავეს. პროკურატურა მას სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით ჩადენილ დანაშაულს ედავება, რაც 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.