საქართველოს აეროპორტების მგზავრთნაკადი პანდემიამდელ ნიშნულს გაუთანაბრდა. საუბარია 2023 წლის იანვარ-ივნისის პერიოდზე. 6 თვეში ქვეყნის აეროპორტები 2 მილიონ 500 ათასამდე მგზავრს მოემსახურა, რაც 45%-ით აღემატება 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს. მოცემულ პერიოდში მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება საქართველოს როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი აეროპორტების მგზავრთნაკადში. ამ პერიოდში ჯამში 8 500-ზე მეტი რეისი განხორციელდა, რაც, წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, 29%-ით მეტია, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში, ფრენების აღდგენის მაჩვენებელი 90%-ს შეადგენს.