სასაზღვრო პუნქტებში ვირუსის პრევენციისთვის შესაბამისი ღონისძიებები გრძელდება

ვირუსის პრევენციისთვის შესაბამისი ღონისძიებები გრძელდება სასაზღვრო პუნქტებში. თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის აეროპორტებში, მგზავრების შემოწმება და მონიტორინგი საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად მიმდინარეობს.

სპეციალისტების ჯგუფი, ვიზიტორებს დისტანციური თერმომეტრებითა და კითხვარების საშუალებით ამოწმებს. უკვე მეორე დღეა, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ლაგოდეხის გამშვებ პუნქტზე მუშაობენ ეპიდემიოლოგები. მათი ინფორმაციით, ამ დროისთვის ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არცერთი მგზავრის შემთხვევაში არ გამოვლენილა.