საქართველოს აეროპორტებში საინფორმაციო კამპანია ხორციელდება

საქართველოს აეროპორტებში და სასაზღვრო პუნქტებში, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საინფორმაციო კამპანია მიმდინარეობს. ჩინეთიდან შემოსული მგზავრების სკრინინგი სპეციალური კითხვარის საშუალებით ხორციელდება. რიგდება შესაბამისი ფლაერები, რომლებიც სამ ენაზე დაიბეჭდა.

იმის მიუხედავად, რომ საქართველო კორონავირუსის გავრცელების ე.წ. მწვანე, ანუ დაბალი რისკის ზონაშია, ინფექციის შემოტანის საშიშროება მაინც არსებობს, რისთვისაც ქვეყანამ შესაბამისი პრევენციული ზომები მიიღო.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მარიამ ბერძენიშვილი მუშაობს.