ლატვიაში, ქალაქ რიგაში საერთაშორისო გამოფენა RIGA FOOD 2024 გაიმართა. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, გამოფენაში შვიდი ქართული კომპანია მონაწილეობდა. სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა და ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა ქართულ სტენდზე ლატვიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრს უმასპინძლეს.
გამოფენაზე საკუთარი პროდუქცია – ღვინო, ნატურალური წვენები, სხვადასხვა სახის კონსერვები წარმოდგენილი ჰქონდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებელ შვიდ კომპანიას. წელს გამოფენაში 30 ქვეყანა და სასოფლო-სამეურნეო სექტორში მოქმედი 400-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია მონაწილეობდა.