7 აგვისტოდან 7 სექტემბრამდე, საპენსიო ფონდში ჩართულებს შესაძლებლობა ექნებათ, საკუთარი სურვილით შეარჩიონ საინვესტიციო პორტფელი. ასევე საშუალება ექნებათ, თანხა ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით გადაანაწილონ. მოქალაქის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ვადა ერთი წელი ექნება.
არჩევანის გაკეთება სამ კატეგორიაში – მაღალი, საშუალო და ნაკლებრისკიან პორტფელებს შორის იქნება შესაძლებელი. თუ მოქალაქე არჩევანს თავად არ გააკეთებს, მაშინ საპენსიო ფონდი ავტომატურად, მათი ასაკის მიხედვით, სხვადასხვა პორტფელებში ჩასვამს. რაც უფრო ახალგაზრდა იქნება მონაწილე, უფრო მაღალრისკიან პორტფელში შეეძლება საკუთარი დანაზოგის ინვესტირება.