საომარი ვითარება ახლო აღმოსავლეთში

ღაზის სექტორის სამხრეთით ინტენსიური ბრძოლა გრძელდება. ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ ისრაელის მინისტრთა კაბინეტის წევრის შვილი ღაზაში ბრძოლის დროს დაიღუპა. ისრაელის გადაწყვეტილებას, რომ კერემ შალომის სასაზღვრო გადასასვლელი მომდევნო დღეებში გაიხსნება, პოზიტიურად აფასებს გაერო. ორგანიზაციის ინფორმაციით, ეს ხელს შეუწყობს ღაზის სექტორში სასიცოცხლო ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას. ამასთან ერთად, აშშ-ის პრეზიდენტი ისრაელის პრემიერ-მინისტრს ესაუბრა და გაიმეორა მოწოდება ისრაელის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის აუცილებლობის შესახებ.

დღეს გაერო-ს უშიშროების საბჭო ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ რეზოლუციის პროექტს უყრის კენჭს. ეს იქნება საბჭოს წევრებს შორის ერთიანობის მოპოვების მეხუთე მცდელობა. საბჭომ უარყო წინა ოთხი რეზოლუციის პროექტი, რომელიც ომის დაწყების შემდეგ იყო წარმოდგენილი. „ჰამასის“ ოფიციალური პირები ღაზაში ამბობენ, რომ ისრაელის თავდასხმისას დაიღუპა სულ მცირე 17 177 ადამიანი, მათ შორის დაახლოებით 7 ათასი ბავშვი.