საომარი ვითარება ახლო აღმოსავლეთში

26 დაღუპული და ათობით დაშავებული – ასეთია ღაზაზე ისრაელის მორიგი თავდასხმის შედეგები. ისრაელის მხარემ ქალაქის ნაწილში მდებარე შენობაზე მიიტანა იერიში. როგორც „სიენენი“ იუწყება, ისრაელის არმია ახლა კონტროლს ღაზას ჩრდილოეთით აძლიერებს. პარალელურად, მხარეები მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების მიღწევას ცდილობენ.

მოლაპარაკებები მას შემდეგ დაიწყო, რაც ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში ანკლავში სულ მცირე ორი მძევალი გარდაცვლილი იპოვეს. „ჰამასი“ აცხადებს, რომ ომის დაწყებიდან 12 000-ზე მეტი პალესტინელია დაღუპული. გარდაცვლილთა შორის დაახლოებით 5 000 ბავშვია.