უკრაინელებმა ქალაქი ლიმანი თითქმის სრულად გაათავისუფლეს. ამის შესახებ პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე სოციალურ ქსელში წერს. „დღეს, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, კერძოდ, 81-ე ცალკეულმა სადესანტო ბრიგადამ, უკრაინის ეროვნული გვარდიის ნაწილებთან და კულჩიცკის ბატალიონთან ერთად, გაათავისუფლეს და კონტროლის ქვეშ აიყვანეს დონეცკის ოლქის ლიმანის დასახლება“, – წერს ტიმოშენკო.
მანამდე, მედიაში გავრცელდა სურათები, რომელზეც უკრაინელი ჯარისკაცები ლიმანის შესასვლელში უკრაინის დროშას აღმართავდნენ. მოგვიანებით, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ უკრაინელები ქალაქში შევიდნენ, თუმცა ბრძოლები ლიმანში კვლავ მიმდინარეობდა.