ისრაელში საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ საელჩოში ინფორმაცია არ შესულა. საქართველოს ელჩის თქმით, დაშავებულები და გარდაცვლილები ჯერ სრულად იდენტიფიცირებულები არ არიან. მისივე ინფორმაციით, საქართველოს საელჩო კონტაქტზეა ისრაელში მყოფ ქართველებთან. ლაშა ჟვანია ქვეყანაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს და მოუწოდებს, დაიცვან უსაფრთხოების შესაბამისი ზომები, საჭიროების შემთხვევაში კი, მიმართონ ცხელ ხაზს.