„თელ–ავივი-თბილისის“ რეისი

თელ-ავივიდან თბილისის მიმართულებით ფრენები უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება. ისრაელიდან ორი დამატებითი რეისით 60-მდე ქართველი სამშობლოში დაბრუნდა. მათი განცხადებით, ადგილზე არსებული ვითარება კვლავ რთულია, გამოფრენამდე განგაშის სიგნალი ისმოდა თელ-ავივის აეროპორტშიც. მგზავრების ინფორმაციით, საქართველოს საელჩო მუდმივ კონტაქტზეა ისრაელში მცხოვრებ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებთან.