სამშობლოში კიდევ 110 მოქალაქე დაბრუნდა

სამშობლოში კიდევ 110 მოქალაქე დაბრუნდა. ვენა-თბილისის რეისი ავიაკომპანია „მაივეიმ“ განახორციელა. მოქალაქეებმა აეროპორტშივე გაიარეს სამედიცინო შემოწმება, რის შემდეგაც სასტუმრო „რამადა ენკოს თბილისში“ განთავსებულ საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს.

უცხოეთიდან დაბრუნებული მოქალაქეები 14-დღიანი კარანტინის დროს 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან. ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით საკარანტინო სივრცე 84 სასტუმროშია შექმნილი.