სამხრეთ კორეაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გაორმაგდა. ოფიციალური მონაცემებით, ამ პერიოდში სამხრეთ კორეაში ვირუსის 229 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. შედეგად, კორონავირუსით ინფიცირებულების რიცხვი ქვეყანაში 433-მდე გაიზარდა.
სამხრეთ კორეის ვიცე-მინისტრმა განაცხადა, რომ ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი ახალ ფაზაში გადავიდა. ინფიცირების ახალი შემთხვევების დიდი ნაწილი ქალაქ დეგუში მდებარე სამედიცინო ცენტრებს უკავშირდება. სწორედ ამიტომ, აღნიშნულ ქალაქსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივი ხელისუფლება განსაკუთრებულ ზომებს იღებს. ჩინეთის საზღვრებს გარეთ, სამხრეთ კორეაში კორონავირუსით ინფიცირებულების ყველაზე დიდი მაჩვენებელი არის დაფიქსირებული. ქვეყანაში კორონავირუსით ორი პაციენტი დაიღუპა.