წელს პირველად საქართველოში „სამედიცინო სამართლის ყოველწლიური კონგრესი“ გაიმართა. პაციენტის ავტონომიის უფლება, ექიმის საქმიანი რეპუტაციის დაცვის სტანდარტი, სამედიცინო მომსახურების გაწევის თანამედროვე გამოწვევები – ეს იმ საკითხთა მცირე ჩამონათვალია, რაზეც კონგრესზე შეკრებილმა საზოგადოებამ იმსჯელა.